მოსკოვის სავაჭრო ცენტრში ევაკუაცია გამოცხადდა

მოსკოვის სავაჭრო ცენტრ „გუმ“-ში ევაკუაცია გამოცხადდა. ევაკუაცია ცენტრში იმის შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცავ ორგანოებში ასაფეთქებელი ნივთიერების შესაძლო არსებობის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.
რუსული პრესის ცნობით, სავაჭრო ცენტრის შენობაში 500 ადამიანი იმყოფებოდა. გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცენტრში უცნაური პარკი იყო აღმოჩენილი. რა იყო პარკში, უცნობია. ამის დასადგენად ძაღლი იქნება მოყვანილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები