,ვალენსია“ წინ მიიწევს
გუშინ ესპანეთის ჩემპიონატის მორიგი ტური გაიმართა, სადაც ერთმანეთს ,,ხეტაფე“ და ,,ვალენსია“ შეხვდნენ. მე-7 წუთზე ანგარიში როდრიგოს გადაცემით პაკომ გახსნა და “ვალენსია” დაწინაურდა. მეორე გოლი კი მე-20 წუთზე გომეშის ანგარიშზეა. 72-ე წუთზე თავი როდრიგომ გამოიჩინა. მან თერთმეტმეტრიანი დარტყმა ზუსტად გამოიყენა და “ვალენსია” 3:0 დააწინაურა. ღამურები ამ მომენტისთვის 3 მოგებითა და 1 ფრეთი მეორე ადგილს იკავებენ და ლიდერ “ბარსელონას” 2 ქულით ჩამორჩებიან. შემდეგ შეხვედრას “ვალენსია” 26 სექტემბერს “კორდობას” წინააღმდეგ გამართავს.