რაჭაში, ავარიის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი მგზავრი გარდაიცვალა

რაჭაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი მგზავრი გარდაიცვალა.

ბოლო ინფორმაციით, ამბროლაურის კლინიკაში ხუთი ადამიანი რჩება, ოთხი კი სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა, სოფელ აგარასთან, დილით მოხდა. მიკროავტობუსი, რომელიც ამბროლაური-თბილისის სამარშრუტო ხაზზე მუშაობდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, რის შედეგადაც 1 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები