„ძველი კადრები სიტუაციის არევას ცდილობენ“

არასამთავრობო ორგანიზაციია “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარის ნანა კაკაბაძის ინფორმაციით, ყოფილი ხელისუფლების კადრები, რომლებიც სისტემაში ჯერ კიდევ შემორჩნენ, ქვეყანაში სიტუაციის არევას ცდილობს. აღნიშნული განცხადება უფლებადამცვველმა საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა და აღნიშნა, რომ სწორედ მათი გეგმის ნაწილია ეგრეთ წოდებული 72 – კაციანი „შავი სია“. „საქართველოს მასშტაბით 72 – კაციანი სია არსებობს. ეს ხალხი უახლოეს პერიოდში სხვადასხვა მიზეზით უნდა დააკავონ. ამ სიაში მყოფი ადამიანების უმრავლესობა ერთხელ უკვე ნასამართლევია. ეს ადამიანები სხვადასხვა უბანში ეგრეთ წოდებულ ავტორიტეტებს წარმოადგენენ“, – აღნიშნა კაკაბაძემ „კვირას“ პრესკლიუბში და ის ადამიანიც დაასახელა, ვინც ან სიასთან მჭიდრო კავშირშია. „ამ ყველაფერთან კავშირშია ვინმე მირზოევი, რომელიც ძალოვან უწყებაში მუშაობს. ეს ადამიანი თავის დროზე კოდუას მარჯვენა ხელი იყო და მსგავსი საქმიანობით იყო თავის დროზეც დაკავებული“, – აცხადებს კაკაბაძე. მისივე ინფორმაციით, გამორიცხული არ არის, ეს ყველაფერი მიზანმიმართულად ხდებოდეს: „არ გამოვრიცხავ, ეს ყველაფერი შეგნებულად, დესტაბილიზაციის შექმნისთვის ხდებოდეს, რომ მოსახლეობაში გაჩნდეს პანიკა და უკმაყოფილება დღევანდელი ხელისუფლების მიმართ. ეს ყველაფერი კი ყოფილი ხელისუფლების ინტერესებში შედის.“ კაკაბაძის ინფორმაციით, აღნიშნული სიის შესახებ ინფორმაციას ადვოკატებიც ფლობენ. „ადვოკატებსაც შევხვდი. ისინიც აპირებენ, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით შეიკრიბონ და მეტი ინფორმაცია გაახმაურონ.“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები