ევროკავშირი რუსეთს გაზის საკუთარ ფასს შესთავაზებს
ევროკავშირი შეხვედრაზე ბერლინში რუსეთს გაზის საკუთარ ფასს შესთავაზებს. გაზზე ფასის დაწესება სამმხრივი მოლაპარაკებების, ფორმატში უკრაინა – რუსეთი – ევროკავშირი, განხილვის საგანი ბერლინში 26 სექტემბერს გახდება. „ჩვენ გვინდა შუალედურ გადაწყვეტილებამდე მივიდეთ და რუსეთისგან გაზი სამართლიან საბაზრო ფასად მივიღოთ. როგორც ევროკავშირის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ“, – განაცხადა ევროკომისიის მინისტრთა საბჭოს ენერგეტიკული საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტმა გიუნტერ ეტინგერმა. შეგახსენებთ, რომ მოლაპარაკებები „ნაფტოგაზ უკრაინის“ და „გაზპრომს“ შორის ფასის დარეგულირების საკითხებზე მაისის დასაწყისიდან მიმდინარეობს. მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი კიევში 14-15 ივნისს ჩატარდა.