მურმან დუმბაძე აჭარის მთავრობის დათხოვნას ითხოვს

საქართველოს პარლამენტის ვიცე – სპიკერი მურმან დუმბაძე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს აჭარის უზენაეს საბჭოსა და რეგიონის მთავრობას შორის არსებულ პრობლემებზე დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის. ამის შესახებ მურმან დუმბაძემ საინფორმაციო -ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა.
დუმბაძის განცხადებით, პრეზიდენტი აუცილებლად უნდა შეხვდეს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებს და ვითარებაში პირადად გაერკვეს, რადგან, მისი თქმით, აჭარის უმაღლესი საბჭო რეგიონის მთავრობაზე კონტრლს ვერ ახორციელებს. პარლამენტის ვიცე – სპიკერის განცხადებით, ის არ აპირებს პრეზიდენტის გადაწყვეტილებაში ჩაერიოს, თუმცა, მისი თქმით, ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალი მსგავს სიტუაციაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დათხოვნა იქნება.
„აჭარის უმაღლესი საბჭო ვერ ახორციელებს კონტროლს რეგიონის მთავრობაზე, არის კორუფციულ ნიშნებზეც საუბარი, იყო მთავრობის თავმჯდომარის მხრიდან მოსყიდვის მცდელობაც. ჩემი სურვილია, ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტს მივაწოდო. პრეზიდენტს შეუძლია გადააყენოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. მე მას ამ თხოვნით არ მივმართავ, თუმცა მივაწოდებ სრულ ინფორმაციას და თავად გადაწყვეტს, უნდა მიიღოს თუ არა მსგავსი გადაწყვეტილება. ვფიქრობ, ეს საკითხი სასწრაფოდ გადასაწყვეტია“, – აღნიშნა მურმან დუმბაძემ „კვირას“ პრესკლუბში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები