მურმან დუმბაძე „ქართულ ოცნებას“ ჭორების გავრცელებაში ადანაშაულებს

მურმან დუმბაძისა და არჩილ ხაბაძეს შორის დაპირისპირების მთავარ მიზეზად ნეპოტიზმი სახელდება. კერძოდ, მურმან დუმბაძის მხრიდან საკუთარი, არაპროფესიონალი კადრების ლობირება, რომელსაც აჭარის მთავრობა ეწინააღმდეგენოდა.აღნიშნულთან დაკავშირებით დუმბაძემ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს სიცრუეა, რომლესაც მას კოალიციის ლიდერები უგორებენ.
„ნეპოტიზმის თემა კოალიციის ლიდერების მხრიდან აგორებული ჭორია. ეს კი იმისთვის სჭირდებათ, რომ ჩემი დისკრედიტაცია მოახდინონ. აჭარის მთავრობაში ჩემი მხოლოდ ორი – სამი ნათესავია დასაქმებულია და არცერთი მაღალ თანამდებობას არ იკავებს. ჩემი დისშვილი აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწეა, როგორც კი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე თანამდებობაზე არ იქნება, მისი სტატუსიც უქმდება“, – განაცხადა მურმან დუმბაძემ.
დუმბაძემ აჭარაში სპორტული კრიზისის შექმნაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არც ამ საქმეშია დამნაშავე. საუბარია მერაბ ნაგერვაძეზე, რომელიც აჭარის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა, თუმცა, არჩილ ხაბაძემ იმ მიზეზით გაათავისუფლა, რომ მას დაპირისპირება ჰქონდა აჭარაში არსებულ სპორტულ ფედერაციებთან და ამ სფეროსთან არანაირი შეხება ჰქონია. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული პიროვნება მურმან დუმბაძის ნათლულია, სწორედ ის ლობირებდა და ხაბაძესთან დაპირისპირების მიზეზიც სწორედ ეს საკითხი გახდა. დუმბაძემ აღნიშნულ საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ესეც კოალიციის მხრიდან აგორენული ჭორია: „ნაგერვაძე ჩემი ნათლული არ არის. ეს ბიჭი ყველა რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდა. გადაწყვეტილებას როგორც მისი დანიშვნის, ისე მოხსნის შესახებ იღებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე. ნაგერვაძე მისი ხელმოწერით დაინიშნა და მისივე ხელმოწერითა და ბრძანებით გათავისუფლდა“, – განაცხადა მურმან დუმბაძემ.
დუმბაძემ ხელმოწერებზეც ისაუბრა, რომელიც აჭარაში მოქმედმა 31-მა სპორტულმა ფედერაციამ, ოლიმპიელებმა და მსოფლიოს ჩემპიონებმა შეაგროვეს. საუბარია აჭარის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარედ მსოფლიოს ჩემპიონის, ოლიმპიური პრიზიორისა და მსოფლიოს თასის მფლობელ მუხრან ვახტანგაძის დანიშვნაზე, რომელსაც მურმან დუმბაძე ხელს უშლის.
„კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ, ამ პოზიციაზე ვახტანგაძე დაინიშნოს. ის არის „მარბიელი“, რომელიც მე მარბევდა“, – განაცხადა მურმან დუმბაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები