ისრაელმა სირიის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო
ისრაილის სამხედროებმა სირიის თვითმფრინავი ქალაქ ელ-კუნეიტრას რაიონში ჩამოაგდეს. ისრაელის წარმომადგენლების თქმით, თვითმფრინავმა მათი საჰაერო სივრცე დაარღვია, – წერს უცხოური პრესა.
„სირიის თვითმფრინავი, სავარაუდოდ ეს გამანადგურებელი „მიგ-21“-ია, ჰაერში ჰაერსაწინააღმდეგო სამხედრო ძალების „პატრიოტის“ სისტემის საშუალებით გოლანის სიმაღლეებთან გაანადგურეს“, – განაცხადეს ისრაელის თავდაცვის არმიის რადიოსადგურის ეთერში. ამასთან გაზეთი „ჰაარეცი“ აღნიშნავს, რომ ბოლოს ისრაელის სამხედროებმა სირიის თვითმფრინავი 1989 წელს ჩამოაგდეს. თუმცა უპილოტო საფრენ აპარატებს, რომლებიც ღაზას სექტორიდან და სირიიდან არიან გაშვებულნი, ანადგურებენ რეგულარულად. ცნობისთვის, გოლანის სიმაღლეები 1967 წლის ექვსდღიანი ომის შემდეგ საკამათო ტერიტორიაა, რომელზეც პრეტენზიას სირია და ისრაელი აცხადებენ. 1981 წელს თელ-ავივმა ამ ტერიტორიის ანექსიის შესახებ განაცხადა. დამასკი კი სიმაღლეებს კვლავ საკუთარი ტერიტორიის ნაწილად მიიჩნევს.