გიორგი ვაშაძე “ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებას გამორიცხავს
“ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ვაშაძე, გავრცელებულ ინფორმაციას, იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ის პარტიის დატოვებას აპირებს, აბსურდულს უწოდებს.
“სისულელეა ეს ინფორმაცია და აბსურდი, ნამდვილად არ ვტოვებ “ნაციონალურ მოძრაობას“, – განუცხადა “კვირას“ გიორგი ვაშაძემ.
დღეს რამდენიმე მედიასაშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგი ვაშაძე “ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს.