1 მილიონ ადამიანს რუსეთში შესვლა აეკრძალა
რუსული კანონმდებლობის დარღვევისთვის დაახლოებით 1 მილიონ უცხოელს რუსეთში შესვლა აეკრძალა. ამის შესახებ რუსეთის ფედერალური მიგრაციული სამსახურის ხელმძღვანელმა კონსტანტინე რომოდანოვსკიმ განაცხადა.
„დღესდღეობით 990-ზე მეტ უცხო ქვეყნის მოქალაქეს რუსეთში შესვლა აეკრძალა. რა თქმა უნდა, დსთ-ს ქვეყნები ლიდერობენ – ეს უზბეკეთი – 40 %, ტაჯიკეთი – 20 %, ყირგიზეთი და აზერბაიჯანია“, – განაცხადა რომოდანოვსკიმ.