მოსაწევი ნარევით 100-მდე ადამიანი მოიწამლა
კიროვის ოლქში დაახლოებით 100-მდე ადამიანი მოსაწევი ნარევით მოიწამლა. ამის შესახებ კიროვის ოლქის ნარკოკონტროლის სახელმწიფო სამმართველოს ხელმძღვანელის მოადგილემ ვლადიმერ მარკოვმა განაცხადა.
„ნარკოპოლიცია ადგენს კიროვის ოლქში ნარკოტიკული ნივთიერების შემოტანის მარშრუტს. ცნობილია, რომ ამით დანაშაულებრივი ჯგუფია დაკავებული“, – განაცხადა მარკოვმა. მისი ინფორმაციით, მოსაწევის მაგივრად ნარკოგამსაღებლებმა ახალი სახის ფსიქოაქტიური ნივთიერება გაავრცელეს. „ეს ნივთიერება არ არის შეტანილი აკრძალული პრეპარატების სიაში, თუმცა ძლიერი ნარკოტიკული მოქმედებით გამოირჩევა“, – აღნიშნა მარკოვმა. რუსული პრესის ცნობით, ნარკოტიკულმა ნივთიერებამ 3 ადამიანის სიცოცხლე უკვე შეიწირა.