ანგელა მერკელი უკრაინიდან რუსეთის ჯარების სრულ გაყვანას ითხოვს
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარების სრულ გაყვანას ითხოვს. ამის შესახებ მან უკრაინის პრეზიდენტთან პეტრე პოროშენკოსთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. ინფორმაცია გერმანული ხელისუფლების ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფან ზაიბერტმა გაავრცელა.
გარდა ამისა, მერკელმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის რეალიზაციისთვის უკრაინულ-რუსულ საზღვარზე ეფექტური კონტროლის განხორციელების აუცილებლობაზე ისაუბრა.