„პრემიერმა გაეროში საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება”
საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე გაეროში, მოსახლეობისა და განვითარების საერთაშორისო ფორუმზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა. საგარეო უწყების ხელმძღვნელმა ის თემები დაასახელა, რომელთა შესახებაც პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას ვრცლად ისაუბრა. “პრემიერმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მის პირველ გამოსვლაში “მოსახლეობისა და განვითარების ფორუმზე” ყურადღება გაამახვილა საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე, განსაკუთრებით ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით და ასევე იმ სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით, რომელიც ჩვენს ქვეყანაში უკვე განხორციელებულია. კერძოდ, მან ისაუბრა ადამიანის უფლებათა სტრატეგიაზე, გარდა ამისა, მან ყურადღება გაამახვილა ანტიდისკრიმინაციულ კანონზე. ისაუბრა ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებულ რეფორმებზე, სოციალურ პაკეტზე, რომელმაც ჯანდაცვის კუთხით საქართველოს ყველა მოქალაქის დაფინანსება გახადა შესაძლებელი. გარდა ამისა, მან ისაუბრა ქალთა უფლებების დაცვაზე და ლტოლვილების თემასაც შეეხო”, – განაცხადა ფანჯიკიძემ.