აშშ-ს და მათი მოკავშირეების თვითმფრინავებმა “ისლამურ სახელმწიფოს” ავიადარტყმები მიაყენეს

აშშ-ს და მათი მოკავშირეების თვითმფრინავებმა „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკების“ პოზიციებს სირიაში საჰაერო დარტყმები მიაყენეს.
პენტაგონის წარმომადგენელმა, კონტრ-ადმირალმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ გამოყენებულია გამანადგურებლები, ბომბდამშენები და რაკეტები „ტომაჰავკი“.
„იმის გათვალისწინებით, რომ ოპერაცია გრძელდება, დამატებით დეტალებზე საუბარი ახლა არ შეგვიძლია“, – განაცხადა კირბიმ. უცხოური პრესის ცნობით, აშშ-სთან ერთად დარტყმები ყატარმა, ბახრეინმა, იორდანიამ, საუდის არაბეთმა და გაერთიანებულმა არაბულმა ემირატებმა განახორციელეს.
სირიის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ „ამერიკულმა მხარემ გააფრთხილა სირიის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში ქალაქ რაკაზე საჰაერო დარტყმების შესახებ“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები