გიორგი აბაშიშვილი: საქართველოს საბანკო სისტემა არის ერთ-ერთი მყარი

ყოველთვის ყველა ქვეყანაში ნებისმიერი ტიპის რყევა, როგორიც შეიძლება იყოს აქციები, დემონსტრაციები და ა.შ., გარკვეული ტიპის პანიკურ საფუძველს იწვევს ხოლმე. ამის შესახებ არაერთი კვლევა არსებობს, მათ შორის, მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის, როდესაც არის პირდაპირი კორელაცია სტაბილურობასა და მყარ თანმდევ ეკონომიკურ განვითარებას შორის, – ამის შესახებ „დღის ქრონიკის“ ეთერში Business Insider Georgia-ს დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საფონდო ბირჟა გამოირჩევა იმ პრინციპით, რომ სტაბილურად ხდება სხვადასხვა ტიპის მერყეობა და ამას არ აქვს განგრძობადი ხასიათი

„მინდა ცალსახად აღვნიშნო, რომ, ბუნებრივია, ყოველთვის ყველა ქვეყანაში ნებისმიერი ტიპის რყევა, როგორიც შეიძლება იყოს აქციები, დემონსტრაციები და ა.შ., გარკვეული ტიპის პანიკურ საფუძველს იწვევს ხოლმე. ამის შესახებ არაერთი კვლევა არსებობს, მათ შორის მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის, როდესაც არის პირდაპირი კორელაცია სტაბილურობასა და მყარ თანმდევ ეკონომიკურ განვითარებას შორის. თუ ქვეყანაში არის სტაბილური სიტუაცია, ეკონომიკა ვითარდება სტაბილურად, თუმცაღა, მიუხედავად ამისა, ეს არის მხოლოდ პანიკური ნაწილი, რომელიც დღეს საქართველოში შეიქმნა, ვინაიდან საფონდო ბირჟებზე ასეთი ტიპის გარკვეული ცვლილებები მუდმივად ხდება. დღევანდელი „სქრინები“ ტრიალებდა სოცქსელებში – მინდა აღვნიშნო, რომ შეიძლება სხვა, წინა დღეების „სქრინებიც“ იყოს, სადაც პლუს მაჩვენებლები არის დაფიქსირებული ან მინუს მაჩვენებლები არის დაფიქსირებული. საფონდო ბირჟა გამოირჩევა იმ პრინციპით, რომ სტაბილურად ხდება სხვადასხვა ტიპის მერყეობა და ამას არ აქვს განგრძობადი ხასიათი. ხდება პანიკის დათესვა, რომ თურმე რაღაც უბედურება ხდება. საქართველოს საფინანსო სისტემა არის ერთ-ერთი ყველაზე მყარი სისტემა მთელი ევროპის მასშტაბით და მან გაუძლო არაერთ კრიზისს და შოკს და ამ შემთხვევაში არაფერი არის გასაძლები. ეს მინიპანიკური შეტევა არც ერთ შემთხვევაში რისკს არ შეუქმნის საფინანსო სისტემას. საქართველოს ეროვნული ბანკი მუშაობს ძალიან ზუსტად. აქცენტი, რომ კომერციულ ბანკებს შეიძლება რამე ემუქრებოდეს, არის აბსოლუტურად აბსურდის ნაწილი და არანაირი პროფესიული ეკონომიკური საფუძველი არ აქვს. დღეს საქართველოში რეზერვები არის ისტორიულ მაქსიმუმზე“, – აღნიშნა აბაშიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები