გელა დუმბაძე სამუშაო ვიზიტით თურქეთში იმყოფება

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება. სახელმწიფო მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის საზღვარგარეთ მცხოვრები თურქებისა და მონათესავე ერების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, კუდრეთ ბულბულს შეხვდა.
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, შეხვედრაზე განხილულ იქნა თურქეთის ქართული დიასპორის საკითხები. გელა დუმბაძის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში გრძელდება. იგეგმება შეხვედრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან სხვადასხვა რეგიონებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები