ირაკლი ღარიბაშვილი რეჯეფ ტაიპ ერდოღანის სახელით გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 69-ე სესიის ფარგლებში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის სახელით გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო.
პრეზიდენტმა ერდოღანმა მიღებაზე გენერალურ ასამბლეაში მონაწილე დელეგაციების მეთაურებს და წარმომადგენლებს უმასპინძლა. საღამოს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერო-ში კახა იმნაძე დაესწრნენ.