პოლონეთი აშშ-სგან 500 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო ტექნიკას შეიძენს
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი თანახმაა პოლონეთს სამხედრო შეიარაღება მიჰყიდოს. სამხედრო თანამშრომლობის პროექტი პოლონეთის მხრიდან ორმოცზე მეტი ამერიკული რაკეტისა და ასევე პოლონური ავიაციის ავიაგამანადგურებლების მოდერნიზაციას გულისხმობს. ამ ინფორმაციას აშშ-ს თავდაცვის უწყება ავრცელებს.
ვარშავის 500 მილიონიანი შეკვეთა რაკეტების შეძენის გარდა, ამერიკული მხარის მხრიდან ავიგამანადგურებლების სათადარიგო ნაწილების მიწოდებას, ტექნიკურ და ლოჯისტიკურ დახმარებას და სამხედრო პერსონალის გაწვრთნასაც გულისხმობს.
„შემოთავაზებული გარიგება შესაბამისობაში მოდის აშშ-ს საგარეო პოლიტიკურ მიზნებსა და ნაციონალურ უსაფრთხოებასთან, რადგანაც ის ნატოს მოკავშირის უსაფრთხოების გაზრდას შეძლებს“, – ნათქვამია პენტაგონის სამხედრო თანამშრომლობის დოკუმენტში.
ამერიკული მხარე აღნიშნავს, რომ ეს გარიგება რეგიონში სამხედრო ძალების ბალანსზე არ აისახება. ამერიკულ-პოლონური სამხედრო გარიგება უახლოეს მომავალში დასამტკიცებლად აშშ-ს კონგრესს წარედგინება.