მაია ფანჯიკიძემ გაეროს სესიის ფარგლებში შეხვედრები დაიწყო (ვიდეო)

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ გაეროს გენერალური ასაბლეის 69-ე სესიის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები დაიწყო. საგარეო უწყების ხელმძღვანელი უკვე შეხვდა კოლეგებს სერბეთის, ტრინიდადი და ტობაგოს, კოტ დ’უიარის, გვინეა-ბისაუს სახელმწიფოებიდან. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მაია ფანჯიკიძემ კოლეგა მინისტრებს მადლობა გადაუხადა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობისა და საქართველოს მხარდაჭერისათვის.
შეხვედრებზე ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, გაეროს გენერალური ასაბლეა ყოველთვის კარგი საშუალებაა შეხვდე იმ ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებთანაც შეხვედრის ორგანიზების სხვა შესაძლებლობებში შეზღუდული ხარ.
გაეროს გენერალური ასაბლეის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი 50-მდე ორმხრივ შეხვედრას გამართავს.

1904114_335342833294507_3309393460243422500_n

10616292_335344709960986_4053986910029265358_n

10689567_335342836627840_4805087021100399120_n

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=j0l27Sl3L_Y&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები