ემა უოტსონმა კამპანია „ჰი ფორ ში“-ს პრეზენტაცია გამართა
მსახიობმა და ფოტომოდელმა ემა უოტსონმა გაეროს სხდომაზე ახალი პროექტის „ჰი ფორ ში“-ს პრეზენტაცია გამართა. კამპანიის ამოცანაა – ძლიერი სქესის წარმომადგენლების ჩართვა ქალების ემანსიპაციისა და თანასწორობისთვის ბრძოლაში.
შეგახსენებთ, რომ ემა უოტსონი ჯერ კიდევ ივლისში გაეროს კეთილი ნების ელჩი გახდა. ახლა მსახიობის ფუნქციებს მთელ მსოფლიოში ქალების ინტერესების დაცვაც დაემატა.
„მინდა, კაცებმა ისე გააკეთონ, რომ მათი ქალიშვილები, დები და დედები მცდარი შეხედულებების მსხვერპლნი აღარ გახდნენ. მათ ვაჟებს კი არ შერცხვეთ ადამიანურობისა და სენტიმენტალურობის გამო, რასაც მალავენ და ნამდვილ პიროვნებებად ჩამოყალიბდნენ“, – განაცხადა უოტსონმა.