იემენში შეტაკებების შედეგად 200 ადამიანი დაიღუპა

იემენში 16 სექტემბრიდან შეტაკებების შედეგად 200 ადამიანი დაიღუპა, 461 კი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა დღეს 53 დაღუპულის გვამი აღმოაჩინეს. ამრიგად, მსხვერპლის რაოდენობამ 200 მიაღწია“, – განაცხადა გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის უფროსმა ალი სარიამ.
შეგახსენებთ, რომ გრძელვადიანი მოლაპარაკებების შემდეგ მოძრაობა „ანსარ ალახის“ წარმომადგენლებმა თანხმობა განაცხადეს დოკუმენტის ხელმოწერაზე, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას და მინისტრთა ახალი კაბინეტის ფორმირებას ითვალისწინებს. გარდა ამისა, დოკუმენტის თანახმად, მთავრობაში შიიტების უმცირესობა და სხვა პოლიტიკური პარტიების რაოდენობა თანაბარია. ქვეყანაში შეტაკებები კი ნაფთობპროდუქტებზე სუბსიდიების შემცირებამ და, შესაბამისად, ბენზინზე ფასების ზრდამ გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები