რუსეთი ოკუპირებული დონბასის 5 სექტორად დაყოფას აპირებს
უსაფრთხოების ზონა უკრაინის სამხრეთით 5 სექტორად დაიყოფა. ამ ტერიტორიებს კი ეუთოს 350-მდე წარმომადგენელი გააკონტროლებს. ამის შესახებ ეუთოში რუსეთის ფედერაციის მუდმივმა წარმომადგენელმა ანდრეი კელინმა განაცხადა.
„ლუგანსკში და დონეცკში ცალ-ცალკე 90-100 დამკვირვებელი იმუშავებს, კრამატორსკში, მარიუპოლში და ანტრაციტში – 50“, – განაცხადა კელინმა.
მისი თქმით, უსაფრთხოების ზონის პარამეტრები მინსკში, 19 სექტემბერს სპეციალური ჯგუფის შეხვედრაზე იქნა შეთანხმებული.