ევროდეპუტატი: უკრაინაში რუსული ჯარების შეყვანაზე მტკიცებულებები გვაქვს

ევროკავშირს და ნატოს უკრაინაში რუსული ჯარების შეყვანაზე ზუსტი მტკიცებულებები აქვს. ამის შესახებ ნიდერლანდების ევროდეპუტატმა იოხანეს კორნელის ვან ბაალენმა განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები. გვაქვს სატელიტური ფოტოები. კრემლისგან გაგვიგია, რომ „რუსული ჯარები არც ყირიმში და არც უკრაინის აღმოსავლეთით არ არის“. თუმცა ყველამ იცის, რომ ეს სიცრუეა“, – აღნიშნა დეპუტატმა.
„თუ უკრაინაში რუსული ჯარი არ იმყოფება, საიდან ჩნდება რუსი სამხედროების გვამები? საიდან მიჰყავთ დაჭრილები როსტოვის და სანქტ-პეტერბურგის ჰოსპიტალებში? ეს ნონსენსია. ეს სიცრუე და სააგიტაციო პროპაგანდაა, რომლისაც, სამწუხაროდ, ბევრს სჯერა. პუტინი აგრძელებს იმის კეთებას, რაც მოსწონს: ჯარების შეყვანას ან მათ გაყვანას. მისი ნდობა არ შეიძლება“, – აღნიშნა იოხანეს კორნელის ვან ბაალენმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები