სახალინზე სამხედრო წვრთნების დროს 3 ადამიანი დაიღუპა

სახალინზე დესანტის გადმოსხმაში სამხედრო წვრთნების დროს საკონტრაქტო ხელშეკრულებით მომუშავე 3 სამხედრო დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა.
„მოსკოვის დროით დაახლოებით 8.00 საათზე ანივას ყურეში (კუნძული სახალინი), სანაპიროზე, დიდი სადესანტო გემიდან საზღვაო – საქვეითო ქვედანაყოფის დესანტირების დროს, ნაპირიდან 300 მეტრში საზღვაო დესანტი ტალღამ დაფარა, შედეგად, ერთ-ერთი ჯავშანმანქანა წყლის ქვეშ ჩავიდა“, – განაცხადეს სამინისტროში.
გავრცელებული ინფორმაციით, მანქანაში 10 ადამიანი – ეკიპაჟი და დესანტი იმყოფებოდა. შედეგად დაიღუპა 3 სამხედრო, რომლებიც მეგობრებს ზედაპირზე ამოსვლაში ეხმარებოდნენ. ოპერაციის შედეგად დანარჩენი 7 სამხედრო სანაპიროზე გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები