ლუგანსკსა და დონეცკში 33 ბავშვია მოკლული

გაერომ უკრაინაში მსხვერპლის რაოდენობა დაითვალა და დონბასში დაზიანების მასშტაბი შეაფასა. ჰუმანიტარული საკითხების სამმართველოს ანგარიშში ნათქვამია, რომ „კონფლიქტის დროს 3219 ადამიანი, მათ შორის 33 ბავშვი დაიღუპა“.
გაეროს ინფორმაციით, დაჭრილი 8 000-ზე მეტი ადამიანი, მინიმუმ – 82 ბავშვია. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეს ციფრები გაეროს მისიის და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ძალიან თავშეკავებულ შეფასებებს ეყრდნობა. მსხვერპლის რეალური რაოდენობა შესაძლოა, ბევრად უფრო დიდი იყოს. გაეროს მონაცემებით, კონფლიქტის შედეგად 600 000-ზე მეტი ადამიანი დევნილად გადაიქცა. მათ შორის 275 000-მა უკრაინის ტერიტორიაზე იპოვა თავშესაფარი, თუმცა უმეტესობა – 340 000 ადამიანი მეზობელ ქვეყნებში, ძირითადად, რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად. რაც შეეხება ლუგანსკის და დონეცკის ინფრასტრუქტურისთვის მიყენებულ ზარალს, გაერომ ის 440 მილიონ დოლარად შეაფასა. კონფლიქტის შედეგად დაახლოებით 2 000 ობიექტია დაზიანებული. მათ შორის – 659 საზოგადოებრივი შენობა, 1230 კერძო სახლი და 178 ოფისია. დონეცკში 70 %-ზე მეტი საწარმოა დახურული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები