ნაპოლეონისა და ჟოზეფინას საქორწინო შეთანხმების დედანი აუქციონზე 437 500 ევროდ გაიყიდა (ვიდეო)

ნაპოლეონ ბონაპარტის და ჟოზეფინა ბოგარნეს საქორწინო შეთანხმების დედანი საფრანგეთში აუქციონზე 437 500 ევროდ გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაცია აუქციონის ჩასატარებელმა სახლმა „ოზნამ“ გაავრცელა. უიშვიათესი დოკუმენტი საფრანგეთის მომავალი იმპერატორის და მისი შეყვარებულის მიერ 1796 წლის 8 მარტს არის ხელმოწერილი. შეთანხმებაში აღნიშნულია, რომ „მომავალ მეუღლეებს არანაირი საერთო ქონება“ არ ექნებათ.
ამასთან ნაპოლეონი და ჟოზეფინა „მომავალში ერთმანეთის ჰიპოთეტურ ვალებზე პასუხისმგებლები არ იქნებიან“. კონტრაქტის ეს ეგზემპლარი ჟოზეფინას ეკუთვნოდა და კერძო კოლექციაში ინახებოდა. აუქციონის დაწყებამდე დოკუმენტი 80 000 – 100 000 ევროდ იყო შეფასებული, თუმცა ვაჭრობის დაწყებისთანავე ფასმა მკვეთრად იმატა. საბოლოოდ, საქორწინო შეთანხმება 437 500 ევროდ პარიზის წერილების და მანუსკრიპტების მუზეუმმა იყიდა.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=AdoAYWna5DI” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები