პან გი მუნი, სტინგი და ლეონარდო დი კაპრიო „სახალხო კლიმატურ მარშში“ მონაწილეობდნენ (ვიდეო)
მსვლელობაში, რომელიც კლიმატის ცვლილებების პრობლემებს მიეძღვნა, 300 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. „სახალხო კლიმატური მარშით“ ნიუ-იორკის ქუჩებში პოლიტიკოსები, მეცნიერები, ეკოლოგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტები, რელიგიული ლიდერები და ცნობილი ვარსკვლავები გამოვიდნენ. აქციის მონაწილეების რიგებში ასევე ბრიტანელი მუსიკოსი სტინგი და ჰოლივუდის ვარსკვლავები მარკ რუფალო და ახლახან დანიშნული გაეროს მშვიდობის ელჩი ლეონარდო დი კაპრიო იყვნენ. მსვლელობას გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნიც შეუერთდა. მას თეთრი მაისური ეცვა წარწერით: „მე – კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლისკენ ვარ“.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=9JaEU52l6LE” width=”560″ height=”315″]