ავღანეთში ძალაუფლების გაყოფის შეთანხმებას მოაწერეს ხელი (ვიდეო)
ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მონაწილეებმა აბდულა აბდულამ და აშრაფ განიმ ძალაუფლების გაყოფის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. გარდა ამისა, აბდულა და განი ნაციონალური ერთობის მთავრობის შექმნაზე შეთანხმდნენ. დოკუმენტის თანახმად, აშრაფ განი პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს, ხოლო აბდულა აბდულა მინისტრთა კაბინეტს უხელმძღვანელებს. შეთანხმებას საპრეზიდენტო სასახლეში, ქაბულში მოაწერეს ხელი. ავღანეთის სახელმწიფო ტელევიზია ცერემონიას პირდაპირ ეთერში აშუქებდა. ხელის მოწერის შემდეგ ორი ლიდერი ერთმანეთს გადაეხვია.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=4STyw3Usz9A” width=”560″ height=”315″]