ღამით დონეცკის აეროპორტის შტურმი განახლდა (ვიდეო)

ღამით დონეცკის აეროპორტის შტურმი განახლდა. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, იერიში საღამოს 10 საათიდან დაიწყო. ღამის განმავლობაში აეროპორტზე იერიში რამდენჯერმე განახლდა. გამოყენებული იყო ზალპური ცეცხლის სისტემა „გრადი“. გარდა ამისა, უკრაინული პრესის ცნობით, დონეცკის კუიბიშევსკის რაიონში რამდენიმე კერძო სახლი დაინგრა. დაზიანებულია ასევე წყლის სისტემები, ამიტომ რამდენიმე რაიონი წყლის გარეშეა დარჩენილი.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=72_0ICyIa-0″ width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები