უილიამ ლაჰიუ: საქართველოს აქვს ბერკეტები, რომლებიც არა აქვთ ნატოს დანარჩენ ასპირანტ ქვეყნებს

საქართველოს ხელთ აქვს ბერკეტები, რომლებიც არა აქვთ სხვა, მათ შორის ნატოს დანარჩენ ასპირანტ ქვეყნებს, – ამის შესახებ საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის, უილიამ ლაჰიუ გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს. ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის განმარტებით, ეს ბერკეტები არის ყოველწლიური ეროვნული პროგრამა, ნატო-საქართველოს კომისია და ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც იძლევა გარანტიას, რომ საქართველო გახდეს ნატოს წევრი.
“ნატო კვლავაც მყარად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და სწორედ ამის დემონსტრირებაა ეს პაკეტიც, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის კუთხით ნატოსთან ინტეგრაციაში დაეხმარება… საქართველოსთვის ეს არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი. ახალი პაკეტი გამიზნულია თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად”, – აცხადებს უილიამ ლაჰიუ. შეკითხვაზე, ხომ არ არის უელსის სამიტის შეთანხმება ნატოს მორიგი ზრდილობიანი უარი MAP-ზე, ლაჰიუმ უპასუხა, რომ ახალი პაკეტი, რომელიც ქვეყანამ უელსის სამიტზე მიიღო, დამამშვიდებელი პრიზი არ არის. “სულაც არა. ეს პაკეტი ნამდვილად არ არის “დამამშვიდებელი” პრიზი. მართალია, ნატოს წევრ ქვეყნებს შორის ჯერ კიდევ ვერ იქნა მიღწეული კონსესუსი საქართველოსთვის MAP -ის მინიჭების თაობაზე, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ეს რთული გადაწყვეტილებაა, რომელიც ალიანსმა ერთხმად უნდა მიიღოს. თუ რომელიმე წევრი ქვეყანა თანახმა არ არის, გადაწყვეტილება არ მიიღება”, – აღნიშნავს ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები