„მშვიდობის მარშზე“ პორტუგალიაში, იტალიაში და თურქეთში ათასობით ადამიანი გამოვიდა (ფოტოკოლაჟი)

„მშვიდობის მარში“ პუტინის ომის წინააღმდეგ მთელ სამხრეთ ევროპაში ჩატარდა. უკრაინული პრესის ცნობით, მსვლელობის მიზანი უკრაინის მხარდაჭერა და პუტინის აგრესიის დაგმობაა. რომში გამართულ „მშვიდობის მარშში“ ქართველები, სომხები, იტალიელები, ზოგიერთი რუსი და ლათინური ამერიკის ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
მსვლელობის მონაწილეები უკრაინის ჰიმნს მღეროდნენ და ანტისამხედრო მოწოდებებს აჟღერებდნენ. უცხოური პრესის ინფორმაციით, უცნობმა პირებმა მარშის ჩაშლა სცადეს, თუმცა პოლიციამ ისინი შეაჩერა.
„მშვიდობის მარში“ ასევე პორტუგალიაში და თურქეთში ჩატარდა. მსვლელობებში ათასობით ადამიანი მონაწილეობდა. აქციის მონაწილეთ ლოზუნგები იყო: „შეაჩერეთ ახალი ჰიტლერი!“, „პუტინ, დაანებე თავი უკრაინას!“, „არა ომს!“.

10585100_837218316318408_1087563706_n

10704900_837218306318409_329707281_n

10705014_837218309651742_555388510_n

10707890_837218312985075_1156085730_n

10708304_837218319651741_587656203_n

10714755_837216399651933_2028575032_n

10715900_837216402985266_1960836488_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები