მაია ფანჯიკიძე გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას და ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. გენერალური ასამბლეის ფარგლებში მაია ფანჯიკიძე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან და ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს დაესწრება. სესიის ფარგლებში დაგეგმილია მაია ფანჯიკიძის 60-ზე მეტი ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრა. სხვადასხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების გარდა, მაია ფანჯიკიძე ასევე შეხვედრებს გამართავს გაეროს 69-ე სესიის პრეზიდენტთან სამ კუტესასთან, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისართან პრინც ზაიდ ბინ რაადთან, რომელმაც კომისრის თანამდებობაზე ნავი პილაი შეცვალა. მაია ფანჯიკიძე ასევე შეხვდება მუდმივი საარბიტრაჟო სასამართლოს გენერალურ მდივანს ჰუგო ჰანს სიბლეზს. ასამბლეის ფარგლებში გაიმართება შეიარაღებით ვაჭრობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ცერემონია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები