პოროშენკო: არანაირი განსაკუთრებული სტატუსი დონბასს არ აქვს
უკრაინის პრეზიდენტის პეტრე პოროშენკოს განცხადებით, დონბასს არანაირი განსაკუთრებული სტატუსი არ აქვს. მისი განმარტებით, 16 სექტემბერს რადას მიერ მიღებული კანონების თანახმად, „დონეცკის და ლუგანსკის ოლქების ცალკეულ რაიონებში ადგილობრივი თვითმმართველობის რეჟიმი იმოქმედებს“.
„განსაკუთრებული რეჟიმი განსაკუთრებული სტატუსი არ არის“ , – განაცხადა პოროშენკომ. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მიღებული კანონების არსი ხალხს ვერ განუმარტა, რადგან ეგრევე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში და კანადაში გაემგზავრა.