რუსეთის ჰუმანიტარული დახმარების მანქანებში საბრძოლო მასალა იყო

რუსეთიდან უკრაინაში ჩატანილ ჰუმანიტარული დახმარების მანქანებში საბრძოლო მასალა იყო. ამის შესახებ ინფორმაცია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სამხედრო-პოლიტიკური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა დიმიტრი ტიმჩუკმა გაავრცელა. ტიმჩუკის მტკიცებით, ახლა რუსეთის დაქირავებული სამხედროებისთვის და „ბოევიკებისთვის“ საბრძოლო დახმარება „ლუგანსკის და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების“ ხელმძღვანელების მიერ კონტროლირებად საწყობებში იტვირთება. გარდა ამისა, ტიმჩუკის განცხადებით, სნეჟნოეს და კრასნი ლუჩის რაიონებში ასევე ახალ საწყობებს და სარემონტო სახელოსნოებს აწყობენ.
„რუსეთიდან მომავალი ტვირთის ნაწილი (ძირითადად, საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა) შემდგომში ტელმენოვის რაიონში და შემდეგ სამხრეთით მიემართება. ნოვოაზოვსკიდან რუსეთის ფედერაციიდან მძიმე ტექნიკა და იარაღი ჩამოდის“, – განაცხადა ტიმჩუკმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები