იემენის პრემიერი ამბოხებულების მიერ მთავრობის შენობის დაკავების გამო გადადგა
-
იემენის პრემიერ-მინისტრი მუჰამედ ბასინდვა თანამდებობიდან გადადგა. ამ ინფორმაციას „ABC News“ იემენურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. იემენის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „SABA“ არაფერს ამბობს მიზეზების შესახებ, რის გამოც ბასინვამ პოსტის დატოვება არჩია. ასევე ცნობილი არაა დააკმაყოფილებს თუ არა მის გადადგომის მოთხოვნას იემენის პრეზიდენტი. თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ შიიტმა ამბოხებულებმა დაჯგუფება „ ანსარ ალაჰ“-იდან მოახერხეს მთავრობის შენობის და სახელმწიფო რადიოსადგურის დაკავება. უკანასკნელ დღეებში სახელმწიფო უშიშროების ძალებსა და ათასობით დემონსტრანტს შორის აქტიურ შეტაკებებს ჰქონდა ადგილი. სხვადასხვა წყაროების თანახმად შეტაკებების მსხვერპლი 120 -ზე მეტი ადამიანი გახდა.