თელავში დედამიწის დღესთან დაკავშირებით გამწვანების აქცია გაიმართა

დღეს თელავში, “გიგოს გორაზე”, დედამიწის დღესთან დაკავშირებით გამწვანების აქცია გაიმართა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და „გრინ ფორ ჯორჯიას“ ორგანიზებით, სკოლის მოსწავლეებისა და
ახალგაზრდების ჩართულობით, 200 სხვადასხვა სახეობის (ცაცხვის, ნეკერჩხლის, მუხისა და ტუიას) ნერგი
დაირგო.

აქტივობაში მონაწილეობა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა, თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა და თელავის საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ
მთვარელიშვილმა მიიღეს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა აქციაში მონაწილე ახალგაზრდებთან დედამიწის დღისა და გარემოს დაცვითი აქტივობების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

აღსანიშნავია, რომ „გრინ ფორ ჯორჯია“ უკვე მესამე წელია, რაც თელავის მუნიციპალიტეტის
მერიასთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, სხვადასხვა ტერიტორიის გამწვანებასა და
დასუფთავებაზე ზრუნავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები