აფეთქებას ეგვიპტეში სამართალდამცველები ემსხვერპლნენ

  ეგვიპტეში მომხდარ აფეთქებას სამართალდამცველები ემსხვერპლნენ. შემთხვევა კაიროში, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მოხდა. თავდასხმას ოთხი სამართალდამცველი ემსხვერპლა, დაჭრილია რამდენიმე ადამიანი.
როგორც უცხოური მედია სამართალდამცველებზე დაყრდნობით იტყობინება, სამინისტროსთან დანაღმული ავტომობილი აფეთქდა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა გამოძიება ვარაუდობს, რომ თავდასხმა რადიკალი ისლამისტების ორგანიზებულია. ისინი მოჰამედ მურსის ხელისუფლების გადაყენების შემდეგ გააქტიურდნენ.
მომხდარის სასწრაფო გამოძიების შესახებ განკარგულება უკვე გასცა ქვეყნის პირველმა პირმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები