„ეროვნულ ფორუმს“ თავმჯდომარე არ ეყოლება
„ეროვნულ ფორუმს“ თავმჯდომარე აღარ ეყოლება, ამის შესახებ დღეს გამართულ ყრილობაზე გახდა ცნობილი. მეოთხე ყრილობაზე დელეგატების გადაწყვეტილებით, პარტიის მმართველობითი ორგანო – 13-კაციანი პოლიტსაბჭო იქმნება.
ყრილობაზე პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაც აირჩიეს. მასში საპარლამენტო ფრაქციის ექვსივე წევრი, ყოფილი თავმჯდომარე და პარტიის სხვა ლიდერები შედიან.
„პარტია მუშაობას გააგრძელებს პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებების მიხედვით. კახა შარტავა რჩება პარტიაში და ის პოლიტსაბჭოს წევრია. რაც შეეხება პარტიის გენერალურ და აღმასრულებელ მდივნებს, ამაზე პოლიტსაბჭო მომავალში იმსჯელებს. შესაძლოა, ახლები ავირჩიოთ, შესაძლოა, ძველები დავტოვოთ. ამას პოლიტსაბჭო გადაწყვეტს“, – განაცხადა პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ გუბაზ სანიკიძემ.