სასტუმრო „შერატონში“ “ეროვნული ფორუმის” ყრილობა მიმდინარეობს

   რიგით მეოთხე ყრილობაზე წესდებაში შედის ცვლილება, რომლის თანახმადაც, იცვლება როგორც პოლიტსაბჭოს შემადგენლობა, ასევე თავმჯდომარე.
ეყოლება თუ არა პარტიას ახალი თავმჯდომარე, პარტიის ლიდერები წინასწარ არ აცხადებენ, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ პარტიაში შესაძლოა, სხვა მმართველობა დამკვიდრდეს.
1„ყრილობის ჩატარება აუცილებელი იყო ჩვენი წესდებით. რაიონულ და რეგიონალურ კონფერენციებზე შეირჩნენ დელეგატები. როგორც ვიცი, დაახლოებით 450 ადამიანი. აუცილებელი იყო ასევე წარგვედგინა ანგარიში, წარვმდგარიყავით გაწეული სამუშაოს ანგარიშით. დღევანდელ ყრილობაზე დაისახება გეგმები, პრიორიტეტები და ა.შ. ასევეა ცვლილება წესდებასა და მმართველობაში“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ანი მიროტაძემ ყრილობის დაწყებამდე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები