ზუგდიდის მერია 22 აპრილიდან სოციალური სახლების მშენებლობაზე განცხადებების მიღებას იწყებს

ზუგდიდის მერია 22 აპრილიდან,  უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში განცხადებების მიღებას იწყებს.

ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობისა და ერთი თბილი ოთახის მოსაწყობად კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განცხადებების მიღება 22 მაისამდე იწარმოებს.
აღნიშნული ინფორმაცია მერის მოადგილემ მაიზერ ნანავამ, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის  წარმომადგენლებს მიაწოდა.
მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ სურვილი აღნიშნულ პროგრამაში ჩაერთონ, წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა შეუძლიათ მიიღონ ქალაქისა და სოფლის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენელთან ან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები