ბარაკ ობამა: აშშ მზადაა, სათავეში ჩაუდგეს “ისლამის სახელმწიფოს” წინააღმდეგ ბრძოლას

   აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა, სათავეში ჩაუდგეს “ისლამის სახელმწიფოს” წინააღმდეგ ბრძოლას.
მისივე განმარტებით, კოალიციაში გასაერთიანებლად მზაობა უკვე 40-მა ქვეყანამ გამოთქვა.
ობამას თქმით, დაზვერვის სამსახურს არ აქვს ინფორმაცია რადიკალური დაჯგუფების მიერ შეერთებულ შტატებზე თავდასხმის მომზადების შესახებ.
“თუმცა, დაჯგუფების ლიდერები არაერთხელ დაემუქრნენ ამერიკას და მის პარტნიორებს. ასე რომ, მომავალში “ისლამის სახელმწიფომ”, შესაძლოა, რეალური საფრთხე შექმნას”, – აღნიშნა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები