მიხეილ ხოდორკოვსკის რუსეთის პრეზიდენტობა სურს

  “იუკოსის” ყოფილი ხელმძღვანელი “მიხეილ ხოდორკოვსკი მზადაა, კრიზისული მდგომარეობის დასაძლევად, რუსეთის პრეზიდენტი გახდეს”, – ინფორმაციას გამოცემა “ლე მონდი” ავრცელებს.
წყაროს ცნობით, “იუკოსის” ყოფილ ხელმძღვანელს კითხვა “ლე მონდის” 70 წლის იუბილეზე დაუსვეს.
“რუსეთი რომ ნორმალურად განვითარებულიყო, მსგავსი სურვილი არასოდეს გამიჩნდებოდა, თუმცა თუკი კრიზისის დაძლევა და კონსტიტუციური ცვლილებები გახდება აუცილებელი, მზად ვიქნები, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა ავიღო”, – განაცხადა მიხეილ ხოდორკოვსკიმ.
“იუკოსის” ყოფილი ხელმძღვანელი ორგანიზაცია “ატკრიტაია რასიას” ტელეხიდშიც ჩაერთო და აღნიშნა, რომ მისი გუნდი 2016 წელს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები