რომში მოსკოვის „ცსკა“-ს გულშემატკივრებს პატიმრობა მიუსაჯეს

საფეხბურთო კლუბ „ცსკა“-ს გულშემატკივრებს, რომლებმაც რომში არეულობა მოაწყვეს, 6 თვით პირობითი პატიმრობა მიესაჯათ. გარდა ამისა, 5 წლის მანძილზე ყველა მათგანს აეკრძალა შენგენის ზონაში მყოფი ქვეყნების მონახულება.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვის „არმიელთა“ ფანებმა არეულობა 17 სექტემბერს, რომის „რომა“-სა და მოსკოვის „ცსკა“-ს შორის, ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მატჩისას მოაწყვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები