დონბასში რუსული პასპორტების დარიგება დაიწყეს

დონბასში ბოევიკების კონტროლირებად ტერიტორიებზე რუსული პასპორტების დარიგება დაიწყეს. ეს ინფორმაცია უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის პრეს-სამსახურმა გაავრცელა. რუსეთის ფედერაციის მიერ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულსა და სევასტოპოლში რუსულმა მხარემ უკვე მოახდინა პასპორტების დარიგება. ამ დროისთვის ყირიმის ნახევარკუნძულის 14 წელზე ზემოთ მოსახლეობის 97 % -ს უკვე დაურიგდა რუსული პასპორტები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები