კონსტანტინ ჰაბენსკი უკრაინის მხარდასაჭერად გამოდის  – შეჩერდით, სანამ გვიანი არ არის!

კონსტანტინ ჰაბენსკიმ სოციალური ქსელით იმ ინტერნეტმომხმარებლებს მიმართა, ვინც ბოლო პერიოდში იმის გამო აკრიტიკებს, რომ მხარს უკრაინელ ხალხს  უჭერს.  ცნობილმა რუსმა მსახიობმა ცოტა ხნის წინ ცალსახად დააფიქსირა საკუთარი პოზიცია და პუტინის პოლიტიკა მკაცრად დაგმო.
„როგორც კი უკრაინაზე დავიწყე საუბარი, ჩემი მისამართით კრიტიკაა და შეურაცხყოფა წამოვიდა. მეგობრებო, შეჩერდით, სანამ ჯერ კიდევ არ არის გვიანი! დიახ, მე უკრაინას ვემხრობი და ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ!
მეგობრებო, რახან თქვენ ასე ნეგატიურად ხართ განწყობილნი პირადად ჩემს  და ჩემი სიახლეების მიმართ, მე ყველა  ჩემს ექაუნთს გავაუქმებ ინტერნეტში!
თქვენ კი, მიმართეთ რუსეთის სხვა ვარსკვლავებს – სერგეი ბეზრუკოვს, თინა კანდელაკს და სხვებს.
გისურვებთ ბედნიერებას და კეთილგანწყობას, ყველას ვისაც მე ვუყვარვარ და მათაც, ვისაც არ ვუყვარვარ!“, – წერს ჰაბენსკი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ  კონსტანტინ ჰაბენსკიმ სამსახიობო კარიერის პიკს 2009  წელს გამოშვებული ფილმის – „ადმირალის“ შემდეგ მიაღწია, სადაც ის მთავარ როლს თამაშობს.


კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები