თეთრ სახლში თანამშრომლების ევაკუაცია მოახდინეს

   ვაშინგტონში, თეთრი სახლის თანამშრომელთა მნიშვნელოვანი ნაწილის ევაკუაცია განხორციელდა. როგორც უცხოური საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან, ეს ფაქტი გუშინ ღამით მოხდა.
პრეზიდენტი ბარაკ ობამა იმ დროისთვის თეთრ სახლში არ გახლდათ, რადგან საპრეზიდენტო რეზიდენცია კემპ-დევიდში ( მერილენდის შტატში) იმყოფებოდა.
ევაკუაციის პროცესის შესახებ ოფიციალური განცხადებები ამ დრომდე არ გაკეთებულა, თუმცა ვრცელდება არაოფიციალური ცნობები, რომ განგაშის მიზეზი თეთრი სახლის ტერიტორიაზე შემოჭრილი უცნობი პირი გახლდათ, რომელიც თეთრი სახლის გალავანზე გადმოძვრა და შენობაში შევარდა. შეიარაღებულმა დაცვამ მისი დაკავება სწრაფადვე მოახდინა, თუმცა ამის შემდეგ, თეთრი სახლის დასავლეთ ნაწილში მომუშავე პერსონალს, საპრეზიდენტო პრეს-სამსახურის თანამშრომლების ჩათვლით კომპლექსის ტერიტორია დაატოვებინეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები