ხვალ „ეროვნული ფორუმის“ რიგით მე-4 ყრილობა გაიმართება
ხვალ, 21 სექტემბერს, 13:00 საათზე, სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში პოლიტიკური ორგანიზაცია „ეროვნული ფორუმის“ რიგით მე-4 ყრილობა გაიმართება. როგორც კვირას პარტიიდან აცნობეს, ყრილობას დაესწრება 435 დელეგატი, რომლებიც არჩეულნი არიან პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციების კონფერენციებზე.
დელეგატების რაოდენობა განისაზღვრა პარტიის წესდების მოთხოვნის შესაბამისად, პროპორციით 1 დელეგატი 30 წევრზე.
რიგით მე-4 ყრილობაზე დელეგატები განვლილი პერიოდის ანგარიშს მოისმენენ და პარტიის საქმიანობას შეაჯამებენ. ასევე, პარტიის ყრილობა სამომავლო პრიორიტეტებს და პოლიტიკურ მიმართულებებს განსაზღვრავს.
ამასთან, ყრილობის დღის წესრიგით, დაგეგმილია „ეროვნული ფორუმის“ პოლიტიკური საბჭოს ახალი შემადგენლობის არჩევა.
საკონტაქტო პირი: გუკა შუღლიაშვილი – 591 00 50 88″, – აცხადებენ პარტიაში.