დასავლეთმა მალაიზიური ბოინგის კატასტროფა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებისთვის გამოიყენა – ლავროვი

  მალაიზიური ბოინგ 777-ის კატასტროფა დონეცკის ოლქში დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისთვის გამოიყენა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„მალაიზიური თვითმფრინავის ჩამოვარდნა საშინელი ტრაგედიაა. მან არა მარტო დიდი რაოდენობით ადამიანი იმსხვერპლა, არამედ იყო გამოყენებული საერთაშორისო დაძაბულობის, სახელმწიფოებზე ზეწოლის მიზანმიმართული გაძლიერებისთვის, რუსეთის წინააღმდეგ „სექტორული“ სანქციების დაწესების ხელშეწყობისთვის“, – განაცხადა ლავროვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები