მედვედევი: ევროპის ბაზარი დავიპყარით – ის ჩვენია
რუსეთი ევროპული ბაზრის დატოვებას არ აპირებს, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.
„ჩვენთვის ეს ბაზარი ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ჩვენ ეს ბაზარი ისედაც დავიპყარით, ის ჩვენია, თუ დასავლელი პარტნიორები ჩვენი ამ ბაზრიდან ჩამოშორების აბსურდულ გადაწყვეტილებებს არ მიიღებენ, ჩვენ დავრჩებით ევროპის ბაზარზე. ეს ჩვენთვის საინტერესოა“, – განაცხადა მედვედევმა.
რუსეთის პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ გადაწყვეტილება „უაზრო და ულამაზოა“, თუმცა რუსეთის ფედერაცია ამის გარეშეც იცოცხლებს.