ლუგანსკში უკრაინული დახმარების პირველი 10 მანქანა ჩავიდა

  უკრაინული ჰუმანიტარული დახმარების პირველი კოლონა ლუგანსკში ჩავიდა. დახმარება უკრაინის მთავრობამ ჯერ კიდევ აგვისტოში საერთაშორისო წითელ ჯვარს გადასცა. ტვირთი სტარობელსკის და სევეროდონეცკის საწყობებში ინახებოდა. დღეს ჰუმანიტარული დახმარება, როგორც იქნა, ლუგანსკში ჩავიდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ჰუმანიტარული ტვირთი გადაეცემა ყველას, ვისაც სჭირდება.
უახლოეს მომავალში ჰუმანიტარული დახმარების ახალი მანქანები დაიძრება. სტარობელსკის და სევეროდონეცკის საწყობებში პროდუქტების კიდევ 600 ტონაა შენახული. მათ შორისაა კონსერვები, მარცვლეული, შაქარი, ფქვილი, ასევე ჰიგიენის საშუალებები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები